• Geo
  • Eng
28.06.2025
საფეხბურთო ფესტივალი დინამოს აკადემიაში

დინამო თბილისის აკადემიამ ერთი კვირის მანძილზე დინამოს საფეხბურთო სკოლების ფესტივალს უმასპინძლა. წლის შემაჯამებელი ღონისძიება 23-27 ივნისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2013-2017 წლებში დაბადებულმა ნორჩმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

ფეხბურთელებსაც და დედაქალაქის მასშტაბით სკოლის ფილიალებსაც, ამ ერთი წლის მანძილზე შეძენილი ცოდნისა და უნარების ჩვენების საშუალება მიეცათ. მწვრთნელებს სასელექციო პროცესის მეტი კონტროლის, ხოლო ნიჭიერ და საუკეთესო ფეხბურთელებს დინამოს აკადემიაში მოხვედრის საშუალება მიეცათ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025