• Geo
  • Eng
02.06.2014
დინამო U-12 ლუკოილის თასის ნახევარფინალშია

ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში დაიწყო ბავშვთა ლუკოილის ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალური სერია. დინამო თბილისის აკადემიის U-12 გუნდმა, რომელსაც რევაზ გვარაკიძე ხელმძღვანელობს, ორი მატჩი გამართა. დინამოელები ბლაგოევგრადის პირინს დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს მასპინძელთა გუნდი. გოლი გოდერძიშვილის ანგარიშზეა. მეორე შეხვედრაში თბილისელები 0:1 დამარცხდნენ მოსკოვის ლოკომოტივის გუნდთან. ლოკომოტივმა შემდეგ მასპინძლებს ოთხი უპასუხო ბურთით აჯობა და დინამოელები ნახევარფინალში გავიდნენ. დღეს თბილისელები ფინალის საგზურისთვის საბერძნეთის პაოკს დაუპირისპირდებიან.

დინამო U-12: ხარშილაძე, აზაროვი, ხარაზიშვილი, მაისურაძე, ბექაური, გოდერძიშვილი, აბუაშვილი, ხვედელიძე, ზურებიანი, თევზაძე, ერაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ხორავა, შაშიაშვილი, მზეკალავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024