დღეს, დინამოს აკადემიის U-15 გუნდი საბურთალოს თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა შეხვედრა ფრედ – 2:2 დაასრულეს. ჩვენი გუნდი მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ მარცხდებოდა, თუმცა ჯერ სეიდოვმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი მალაზონიამ.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:
ისიანი, კაპანაძე, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, აბუთიძე, პაპაშვილი (ლორია), ყურაშვილი (მალაზონია), გოგილაშვილი, ფოჩხუა (თიგიშვილი), სეიდოვი