აკადემიის სიახლეები მთავარი / აკადემია / აკადემიის სიახლეები Prev 1 ... 244 245 246 247 248 249 250 251 252 ... 268 Next 26 მაისი2014 დინამო U-14 ჩემპიონია ელიტ ლიგაში ჩატარდა 23- ე ტურის მატჩი. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა ავაზას უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა მეტოქე. გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე დინამოელებმა 65 ქულა დააგროვეს და ჩემპიონის ტიტული გაიფორმეს. შეხვედრაში გოლების გატანა თაგვაშვილმა, ხარშილაძემ, კუციამ და კოკაიამ მოახერხეს. 26 მაისი2014 17 წლამდელებმა 35- ე სკოლას აჯობეს ჭაბუკთა ლიგაში დინამოს 17 წლამდელთა გუნდმა მორიგი მატჩი ჩაატარა. ზვიად ჯელაძის შეგირდებმა 35- ე სკოლას 4:1 აჯობეს. გოლები გაიტანეს: გადრანმა, ფირცხალავამ, გოგილაშვილმა და მიხეილ ბაშალეიშვილმა. 24 მაისი2014 გამარჯვება ელიტ ლიგაში დღეს დინამოს აკადემიის 14 წლამდელთა გუნდმა ელიტ ლიგაში მორიგი ტურის მატჩი გამართა და კასპის გუნდს დაუპირისპირდა. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა მეტოქეს 9 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ორ-ორი გოლი გაიტანეს ჭურღულაშვილმა, ცერცვაძემ და კოკაიამ. თითოჯერ მეტოქის კარი ქაფიანიძემ, გრიგოლიამ და კუციამ დალაშქრეს. 18 მაისი2014 დინამოელები ელიტ ლიგაშიც ლიდერობენ ელიტ ლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. დინამოს აკადემიის 14 და 13 წლამდელთა გუნდები საბურთალოს შესაბამის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდნენ. ორივე შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. 17 მაისი2014 ჭაბუკთა ლიგაში დინამოელები ტორპედოს დაუპირისპირდნენ ჭაბუკთა ლიგაში 26- ე ტურის მატჩები გაიმართა, რომელშიც დინამოს 15 და 17 წლამდელთა გუნდები ქუთაისის ტორპედოს შესაბამის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდნენ.