დღეს რუსთავში ჭაბუკთა ლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისის U–15 გუნდი ადგილობრივი მეტალურგის თხუთმეტწლამდელებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 აჯობა მასპინძლებს. გამარჯვების გოლი 30– ე წუთზე გოგილაშვილმა პენალტით გაიტანა.
ლევან გვანცელაძის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 47 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.
დინამო U-15: გუგეშაშვილი, აბუთიძე, კაპანაძე (ყიყინაშვილი), ნინუა, კობოური, ყურაშვილი, ლორია (პაპაშვილი), ჩაკვეტაძე, გოგილაშვილი, ფოჩხუა, სეიდოვი