• Geo
  • Eng
03.05.2014
კვლავ წარმატებით ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. დინამო თბილისის 15 და 17 წლამდელთა გუნდები თანატოლ საჩხერლებს დაუპირისპირდნენ და დედაქალაქელებმა ორივე შეხვედრაში იმარჯვეს.

ზვიად ჯელაძის შეგირდებმა ანგარიშით 6:2 დაამარცხეს ჩიხურა. ორი გოლი გაბრიჩიძემ გაიტანა. თითო ბურთი კი ჩიხლაძემ, მ. ბაშალეიშვილმა, მაჩალაძემ და ბუღრიძემ შეაგდეს. დინამოელები დაგროვილი 50 ქულით გათამაშების მეორე ადგილზე იმყოფებიან.

ლევან გვანცელაძის გუნდმა მეტოქეს შვიდი უპასუხო გოლი გოლი გაუტანა და დაგროვილი 62 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. შეხვედრაში ჰეთ–თრიქი თიგიშვილმა შეასრულა. თითო გოლი კი აღდგომელაშვილმა, ჩაკვეტაძემ, მალაზონიამ და სეიდოვმა გაიტანეს.

 

დინამო 6:2  ჩიხურა  U – 17

დინამო U – 17: შოვნაძე (გუგეშაშვილი), გადრანი (ფიფია), კაციტაძე, ქანთარია, კობოური, საღრიშვილი (გაბრიჭიძე), ჩიხლაძე, გაბრიჩიძე, ნ. ბაშალეიშვილი (მ. ბაშალეიშვილი), ფირცხალავა, ბიღრიძე (მაჩალაძე)

ცხრილის სანახავად მიყევით ბმულს

 

დინამო 7:0  ჩიხურა  U – 15

დინამო U – 15: ქავთარაძე (გუგეშაშვილი), ყიყინაშვილი (კაპანაძე), ყურშავიშვილი, ლოსეურაშვილი, გაგოშიძე, აბუთიძე (კახიშვილი), თიგიშვილი (ნინუა), აღდგომელაშვილი (ლორია), სეიდოვი (ფოჩხუა), ჩაკვეტაძე, მალაზონია (გოგილაშვილი)

ცხრილის სანახავად მიყევით ბმულს

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024