მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა გოჩა ტყებუჩავას თავკაცობით, დანიელ თანატოლებს უმასპინძლა. პირველი ამხანაგური მატჩი (მეორე შეხვედრა 28 აგვისტოს გაიმართება) სტუმართა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით- 0:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ექვსმა დინამოელმა მიიღო მონაწილეობა. ყურშავიშვილმა (ნაკრების კაპიტანი), ლოჩოშვილმა და ყურაშვილმა ბოლომდე ჩაატარეს თამაში. ბუღრიძე და ჭურაძე 62- ე და 75- ე წუთამდე იყვნენ მოედანზე. ჯამარაული კი 68- ე წუთიდან ჩაერთო მატჩში.