• Geo
  • Eng
17.08.2014
მოზარდმა დინამოელებმა მინსკის ტურნირი მოიგეს

მინსკში დასრულდა ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის - იური კურნენინის სახელობის მემორიალური საერთაშორისო ტურნირი. ფინალურ შეხვედრაში დინამო თბილისის 15 წლამდელთა გუნდმა (მთ. მწვრთნელი ლევან გვანცელაძე) დიდი ანგარიშით- 4:0 დაამარცხა კონოპლიოვის სახელობის აკადემიის გუნდი (ტოლიატი, სამარის რეგიონი, რუსეთი) და გამარჯვებულის თასს დაეუფლა. დინამოელებმა ფინალამდე 4:2 აჯობეს პმც პოსტავის, 3:0 დაამარცხეს მინსკის დინამო, ფრედ 0:0 ითამაშეს კიევის დინამოსთან და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ფინალურ შეხვედრაში გოლები კუციამ, ნინუამ, ჩაკვეტაძემ და ქაფიანიძემ გაიტანეს.

დინამო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ყურშავიშვილი, ნინუა, ცერცვაძე, ქაფიანიძე, კოკაია, კუცია, ბუღრიძე, ჩაკვეტაძე, ბაბუნაძე

შეცვლაზე შევიდნენ: სამსონია, ჯიქია, გურგენიძე, თაგვაშვილი, ხარაბაძე, ერგემლიძე, გოგა ლურსმანაშვილი, ბასარია, ხარშილაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024