დღეს დინამოს აკადემიის 14 წლამდელთა გუნდმა ელიტ ლიგაში მორიგი ტურის მატჩი გამართა და კასპის გუნდს დაუპირისპირდა. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა მეტოქეს 9 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ორ-ორი გოლი გაიტანეს ჭურღულაშვილმა, ცერცვაძემ და კოკაიამ. თითოჯერ მეტოქის კარი ქაფიანიძემ, გრიგოლიამ და კუციამ დალაშქრეს.
დინამო U-14 9:0 კასპი U-14
დინამო U-14: გურგენიძე, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ჭურღულაშვილი, ბადაშვილი, ცერცვაძე, გრიგოლია (ფიფია გ.), კუცია, კოკაია (ფიფია ი.), სართანია (ბერიძე), თაგვაშვილი (სამსონია)