დღეს ჭაბუკთა ლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. დინამოს 15 და 17 წლამდელთა გუნდები ფოთის კოლხეთის თანატოლებს დაუპირისპირდნენ. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა ფოთელებს ერთის წილ თხუთმეტი გოლი გაუტანეს. ქაფიანიძემ და ბაბუნაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულეს. თაგვაშვილმა და ჯიქიამ ორ-ორჯერ აიღეს კოლხეთის კარი. თითო გოლი კი კუციამ, ერგემლიძემ , ჩაკვეტაძემ, სამსონიამ და სართანიამ გაიტანეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა ექვსი უპასუხო გოლით დაამარცხა კოლხეთი. სეიდოვი, გოგელაშვილი, ხატიაშვილი, ნ. ბაშალეიშვილი, აღდგომელაშვილი და ღვინიაშვილი გახდნენ ზუსტი დარტყმის ავტორები.
დინამო U-15 15:1 კოლხეთი U-15
დინამო U-15: გურგენიძე, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, ბადაშვილი, ლურსმანაშვილი, კოკაია, კუცია, ერგემლიძე, ჩაკვეტაძე, თაგვაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ბაბუნაძე, სამსონია, სართანია, ჯიქია
დინამო U-17 6:0 კოლხეთი U-17
დინამო U-17: ქავთარაძე, ჭურაძე, ხატიაშვილი, ფიფია, ფოჩხუა, ყურაშვილი, სეიდოვი, მ. ბაშალეიშვილი, გოგელაშვილი, ნ. ბაშალეიშვილი, ბუღრიძე
შეცვლაზე შევიდნენ: გუგეშაშვილი, ჩაჩუა, სადღობელაშვილი, ფირცხალავა, აღდგომელაშვილი, ჯამარაული, ღვინიაშვილი