დღეს ზუგდიდში ჭაბუკთა ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელები ზუგდიდელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა დიდი ანგარიშით 3:0 იმარჯვეს. გოლები- ბაბუნაძემ, ჯიქიამ და კუციამ გაიტანეს. ეს ხუთი თამაშიდან დინამოელთა მეხუთე გამარჯვება გახლავთ - 39/1 ბურთების ბალანსით.
ზუგდიდელი და თბილისელი 17 წლამდელების დაპირისპირება კი ფრედ 3:3 დასრულდა. საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდები 2:0 იგებდნენ, შემდეგ 3:2, თუმცა საბოლოოდ მატჩი საყაიმო ანგარიშით დასრულდა. გოგილაშვილმა, ბუღრიძემ და ბაშალეიშვილმა მოახერხეს გოლების გატანა.
ზუგდიდი U-15 0:3 დინამო U-15
დინამო U-15: გურგენიძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ხარაბაძე, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, კოკაია, ბაბუნაძე, ჯიქია, კუცია, ერგემლიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ბადაშვილი, სამსონია, სართანია, ხარშილაძე, თაგვაშვილი
ზუგდიდი U-17 3:3 დინამო U-17
დინამო U-17: ქავთარაძე, ჭურაძე, ქაფიანიძე, ფიფია, ფოჩხუა, ყურაშვილი, სეიდოვი, ჩაკვეტაძე, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, ბუღრიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ხატიაშვილი, ფირცხალავა, სადღობელაშვილი, აბუთიძე