დღეს რუსთავში ფოლადის სტადიონზე, ჭაბუკთა ლიგის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელები განაგრძობენ წაუგებლად ასპარეზობას და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვეს. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა მეტალურგს 6 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ბაბუნაძემ და კუციამ დუბლი შეასრულეს. თითო გოლი ერგემლიძის და თაგვაშვილის ანგარიშზეა. დინამოელებს ბურთების ბალანსი 46/1 გაუხდათ.
მეტალურგისა და დინამოს 17 წლამდელების დაპირისპირებაც თბილისელთა სასარგებლოდ დასრულდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 1:0 აჯობა მასპინძლებს. გამარჯვების გოლი ბუღრიძემ გაიტანა. ამ მოგებით დინამოელებმა 13 ქულა დააგროვეს და გათამაშების ლიდერთა ჯგუფს დაუბრუნდნენ.
მეტალურგი U-15 0:6 დინამო U-15
დინამო U-15: გურგენიძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ხარაბაძე, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, სამსონია, ბაბუნაძე, ერგემლიძე, კუცია, ხარშილაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, ბადაშვილი, სართანია, კოკაია, ჯიქია, თაგვაშვილი
მეტალურგი U-17 0:1 დინამო U-17
დინამო U-17: ისიანი, ჭურაძე, ქაფიანიძე, ჩომახიძე, ფიფია, მ. ბაშალეიშვილი, ფირცხალავა, ჩაკვეტაძე, გოგოლაშვილი, ფოჩხუა, ბუღრიძე
შეცვლაზე შევიდნენ: აბუთიძე, სეიდოვი, ხატიაშვილი, ჯამარაული, ღვინიაშვილი