დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის მეათე ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელებმა ზედიზედ მეცხრე (წინა ტურის შეხვედრა ზესტაფონელებსა და დინამოელებს შორის გადაიდო) გამარჯვება მოიპოვეს. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა ლანჩხუთის გურიას 8 უპასუხო ბურთი გაუტანეს. კუციამ და ერგემლიძემ დუბლი შეასრულეს. თითო გოლი კიკალიშვილის, ბასარიას, ხარშილაძის და ბაბუნაძის ანგარიშზეა. დინამოელები პირველ ადგილზე ბურთების 58/1 ბალანსით არიან.
დინამოსა და გურიას 17 წლამდელების დაპირისპირებაც ასევე თბილისელთა სასარგებლოდ დასრულდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 2- ის წილ 3 გოლი გაუტანა ლანჩხუთელებს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მერე სტუმრებს მიჰყავდათ ანგარიში. მიხეილ ბაშალეიშვილმა, გაბრიჩიძემ და გოგილაშვილმა გაიტანეს გოლები. ამ მოგებით დინამოელებმა 19 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილის სამეულში აინაცვლეს.
დინამო U-15 8:0 გურია U-15
დინამო U-15: ბულისკირია, კიკალიშვილი, ბასარია, ხარაბაძე, თაგვაშვილი, ლურსმანაშვილი, სამსონია, ბაბუნაძე, ერგემლიძე, კუცია, კოკაია
შეცვლაზე შევიდნენ: გურგენიძე, ჭურღულაშვილი, სართანია, ხარშილაძე, ცერცვაძე
დინამო U-17 3:2 გურია U-17
დინამო U-17: გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ქაფიანიძე, ხატიაშვილი, ფოჩხუა, აბუთიძე, გაბრიჩიძე, ჯამარაული, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: ფიფია, სადღობელაშვილი, ფირცხალავა, აღდგომელაშვილი, პაპაშვილი, ღვინიაშვილი