დასრულდა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული, რევაზ მგელაძის სახელობის მემორიალური ტურნირი 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის. პატარა დინამოელებმა ფინალური შეხვედრა საბურთალოს თანატოლ ასაკობრივ გუნდთან გამართეს. ბენდელას სტადიონზე ჩატარებული ფინალი საბურთალოს გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ რევაზ გვარაკიძის შეგირდებს სათამაშო უპირატესობა ხელთ ეპყრათ და მეტი გოლის გატანაც შეეძლოთ, თუმცა საბურთალოს ფეხბურთელებმა უფრო ზუსტად ითამაშეს და საბოლოოდ იმარჯვეს კიდეც. დინამოდან გოლები უგრეხელიძემ და გოგოტიშვილმა გაიტანეს.
ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად დინამოელი- ლუკა გაგნიძე დაასახელეს.
დინამო U-11 2:3 საბურთალო U-11
დინამო U-11: კოტრიკაძე, ქავთარაძე, გოგოტიშვილი, სიჭინავა, სიხარულაშვილი, გაგნიძე, აბუაშვილი, ბაბლუანი, ოდიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ფიფია, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, კერესელიძე, თარგამაძე, კეკელიძე