დღეს ჭაბუკთა ლიგაში მეცამეტე ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელებმა ზედიზედ მეთორმეტე (შეხვედრა ზესტაფონელებსა და დინამოელებს შორის გადაიდო. მატცები 26 ნოემბერს გაიმართება) გამარჯვება მოიპოვეს. ლევან გვანცელაძის გუნდი მცხეთაში ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 4:0 აჯობა მეტოქეს. ერგემლიძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლი კი ხარშილაძის ანგარიშზეა. დინამოელები პირველ ადგილზე ბურთების 68/1 ბალანსით არიან.
ვიტ ჯორჯიასა და დინამოს 17 წლამდელების დაპირისპირებაც ასევე დინამოელთა სასარგებლოდ დასრულდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლით მოუგო. გოლები ფირცხალავამ და ყურაშვილმა გაიტანეს. ამ მოგებით დინამოელებმა 28 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე ბურთების ბალანსით 39/8 იმყოფებიან.
ვიტ ჯორჯია U-15 0:4 დინამო U-15
დინამო U-15: გურგენიძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ნინუა, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, კოკაია, ჩაკვეტაძე, ერგემლიძე, ბაბუნაძე, თაგვაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, ხარაბაძე, კუცია, სართანია, ხარშილაძე, ჯიქია
ვიტ ჯორჯია U-17 0:2 დინამო U-17
დინამო U-17: გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ქაფიანიძე, ფიფია, სადღობელაშვილი, აბუთიძე, ფირცხალავა, ყურაშვილი, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, ბუღრიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ნ. ბაშალეიშვილი, აღდგომელაშვილი, ფოჩხუა, სეიდოვი, ჭურაძე, ხატიაშვილი