დინამო თბილისის 15 წლამდელთა გუნდმა ლევან გვანცელაძის ხელმძღვანელობით, ჭაბუკთა ლიგაში ცხინვალის სპარტაკი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. თორნიკე კოკაიამ დუბლით გამოიჩინა თავი. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში დინამოელებმა 13:0 აჯობეს ჩიხურას და ქულათა მაქსიმალური რაოდენობით ლიდერობენ.
დინამო U-15: გურგენიძე, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, ცერცვაძე, კუცია, კოკაია, ბაბუნაძე, ერგემლიძე, ჩაკვეტაძე, სამსონია
შეცვლაზე შევიდნენ: გუგეშაშვილი, ჭურღულაშვილი, ბადაშვილი, ლურსმანაშვილი, თაგვაშვილი, სართანია, ჯიქია