ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში მეთერთმეტე ტურის მატჩები გაიმართა. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდები, რომლებიც დაუმარცხებლად ასპარეზობენ ტურნირში, თბილისს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დინამოელებმა 11 შეხვედრაში 29 ქულა დააგროვეს და 39/6 ბურთების ბალანსით ლიდერებენ ტურნირს.
თბილისი 0:0 დინამო (U14)
დინამო: ბულისკირია, ბ. ხარშილაძე, ბასარია, ხარაბაძე, გაბელაია, ბაბუნაძე, მამფორია, დარცმელია, დავითაშვილი, ჩიქოვანი, გ. ხარშილაძე,
შეცვლაზე შევიდნენ: გოგოლაძე, ბერიაშვილი
14 წლამდელთა ტურნირშიც მეთერთმეტე ტურის მატჩები ჩატარდა. დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდი საბურტალოს დაუპირისპირდა. ოთარ გაგნიძის შეგირდებმა 1:1 იტამაშეს მეტოქესთან. გოლი ქიტუაშვილის ანგარიშზეა. 11 ტურის შემდეგ თბილისელებს აქტივში მესამე ადგილი და 21 ქულა აქვთ, ხოლო ბურთების ბალანსი კი არის 27/8.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.
საბურტალო 1:1 დინამო (U13)
დინამო: თვალოძე, გუგუნავა, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, ქველაძე, მაღალდაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა, ქიტუაშვილი, ჩაკვეტაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ხარშილაძე, ისმაილი, ტაბალა, კვარაცხელია, ლომთაძე, იაკობიძე, ზურებიანი