• Geo
  • Eng
27.11.2014
ჭაბუკთა ლიგაში ორივე გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო

ჭაბუკთა ლიგაში დინამოსა და ზესტაფონის გუნდებს შორის გადადებული მატჩები ჩატარდა. შეხვედრები ზესტაფონში გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა.

15 წლამდე დინამოელებმა ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება მოიპოვეს. ლევან გვანცელაძის გუნდმა ზესტაფონელ თანატოლებს 9 უპასუხო გოლი გაუტანეს. კუციამ ჰეთ თრიქი შეასრულა, ბაბუნაძემ დუბლი, ხოლო თითო გოლი ბასარიამ, ნინუამ, ლურსმანაშვილმა და ჯიქიამ გაიტანეს. დინამოელები პირველ ადგილზე ბურთების 77/1 ბალანსით არიან.

ზესტაფონისა და დინამოს 17 წლამდელების დაპირისპირებაც ასევე დინამოელთა სასარგებლოდ დასრულდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა მეტოქეს 3:0 მოუგო. გოგილაშვილმა ორი გოლი გაუტანა ზესტაფონელებს, ერთი ბურთიც მასპინძლებმა თავის კარში მოათავსეს. ამ მოგებით დინამოელებმა 31 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე ბურთების ბალანსით 42/8 იმყოფებიან.

 

ზესტაფონი U-15  0:9  დინამო U-15

დინამო U-15: გურგენიძე, ბასარია, ჭურღულაშვილი, ნინუა, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, კოკაია, ჩაკვეტაძე, ერგემლიძე, კუცია, ხარაბაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კიკალიშვილი, ბადაშვილი, სართანია, ბაბუნაძე, ჯიქია

 

ზესტაფონი U-17  0:3  დინამო U-17 

დინამო U-17: გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ქაფიანიძე, ფიფია, სადღობელაშვილი, აბუთიძე, ფირცხალავა, ყურაშვილი, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ხატიაშვილი, ფოჩხუა, ჯამარაული, აღდგომელაშვილი, სეიდოვი, პაპაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024