ელიტ ლიგის14 წლამდელთა ტურნირში მეთორმეტე ტურის მატჩები ჩატარდა. დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდს ბენდელა-2 დაუპირისპირდა. ოთარ გაგნიძის შეგირდებმა 0:0 ითამაშეს მეტოქესთან. 12 ტურის შემდეგ თბილისელებს აქტივში მესამე ადგილი და 22 ქულა აქვთ, ხოლო ბურთების ბალანსი კი არის 27/8.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.
ბენდელა-2 0:0 დინამო (U13)
დინამო: ხარშილაძე, გუგუნავა, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, აზაროვი, მაღალდაძე, მექვაბიშვილი, იაკობიძე, ისმაილი, ქიტუაშვილი, ჩაკვეტაძე
შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, გაგუა, მოისწრაფიშვილი, კვარაცხელია