დღეს ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში მეშვიდე ტურის მატჩი გაიმართა. ოთარ გაგნიძის გუნდი გარდაბანს დაუპირისპირდა და 3 უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. მექვაბიშვილმა, მოისწრაფიშვილმა და გაგუამ გაიტანეს გოლები. თბილისელებმა 14 ქულა დააგროვეს, ხოლო ბურთების ბალანსი კი არის 17/5.
გარდაბანი 0:3 დინამო
დინამო: ხარშილაძე, ქიტუაშვილი, მექვაბიშვილი, ბოგვერაძე, ჯანგიძე, მაღალდაძე, მოისწრაფიშვილი, კვარაცხელია, გაგუა, იაკობიძე, ისმაილი
შეცვლაზე შევიდნენ: ჭავჭანიძე, თვალოძე, ქველაძე, ჩაკვეტაძე, ტაბალანი, ლომთაძე