საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი გამართა. გოჩა ტყებუჩავას გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტეინის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა სტუმრები. ჭაბუკ ჯვაროსანთა კრებულში, დინამოდან 8 ფეხბურთელია გამოძახებული. ჩატარებულ შეხვედრაში კი შვიდმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა და შვიდივემ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა. ესენია: თორნიკე ჭურაძე, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, აკაკი ყურაშვილი, ნიკა ნინუა და ირაკლი ბუღრიძე.
მომდევნო შეხვედრას ჭაბუკთა ნაკრები 28 ოქტომბერს ესტონელ თანატოლთა წინააღმდეგ გამართავს.