დღეს სტარტი აიღო ბენდელას თასის 24- ე გათამაშებამ 2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ “B” ჯგუფში რევაზ გვარაკიძის შეგირდებთან ერთად იასპარეზებენ: საბურთალო-1, სიონი ბოლნისი, განთიადი კასპი და მორკინალი თბილისი. პირველ შეხვედრაში პატარა დინამოელები მორკინალს დაუპირისპირდნენ და 7 უპასუხო გოლით დაამარცხეს მეტოქე. დუბლი გაგნიძემ შეასრულა. თითო გოლი კი თარგამაძემ, სიჭინავამ, კერესელიძემ, უგრეხელიძემ და ბოგველმა გაიტანეს. ხვალ თბილისელები ჯგუფის მეორე შეხვედრაში სიონს შეხვდებიან. მატჩი ბენდელას სტადიონზე 15.00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ შარშან ბენდელას თასი დინამო თბილისის აკადემიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
დინამო 7:0 მორკინალი
დინამო U11: კოტრიკაძე, გოგოტიშვილი, თარგამაძე, ქავთარაძე, სიხარულაშვილი, ხვადაგიანი, სიჭინავა, გაგნიძე, ბაბლუანი
შეცვლაზე შევიდნენ: ტურძელაძე, ოდიშვილი, ფიფია, ბოგველი, კერესელიძე, უგრეხელიძე