• Geo
  • Eng
18.12.2014
დინამოს აკადემიის U-13 გუნდი

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის 2001 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ოთარ გაგნიძე გახლავთ, მორიგი ვარჯიში გამართა. დინამოელებმა ელიტ ლიგის პირველი წრე დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ დინამოელები ერთი წლით უფროსების ტურნირში ასპარეზობენ. 13 ჩატარებული მატჩიდან დედაქალაქელებმა 6 დაპირისპირება მოიგეს, 5- ში ფრედ ითამაშეს და 2- ჯერ დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 28/9. 23 ქულა და მეოთხე ადგილი სატურნირო ცხრილში. დინამო TV პატარა დინამოელების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს გაესაუბრა.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024