ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის 2000 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვახტანგ იაგორაშვილი გახლავთ, მორიგი ვარჯიში გამართა. დინამოელებმა ელიტ ლიგის პირველი წრე წარმატებით დაასრულეს. 13 ჩატარებული მატჩიდან დედაქალაქელებმა 11- ში იმარჯვეს და ორჯერ ყაიმს დასჯერდნენ. 46 გატანილი ბურთი 6 მიღებულის საპასუხოდ. 35 ქულა და პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში. დინამო TV პატარა დინამოელების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს გაესაუბრა.