დღეს ჭაბუკთა ლიგაში მეთორმეტე ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელებმა ზედიზედ მეთერთმეტე (შეხვედრა ზესტაფონელებსა და დინამოელებს შორის გადაიდო) გამარჯვება მოიპოვეს. ლევან გვანცელაძის გუნდმა გორის დილას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4:0 აჯობა მეტოქეს. ნინუამ, თაგვაშვილმა, ერგემლიძემ და ბაბუნაძემ მოახერხეს თავის გამოჩენა. დინამოელები პირველ ადგილზე ბურთების 64/1 ბალანსით არიან.
თბილისელი და გორელი 17 წლამდელების დაპირისპირებაც ასევე დინამოელთა სასარგებლოდ დასრულდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით 9:0 მოუგო. გოგილაშვილმა შეხვედრაში პოკერი შეასრულა. ჰეთ თრიქი ფირცხალავას ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი ბუღრიძემ და სეიდოვმა შეაგდეს. ამ მოგებით დინამოელებმა 25 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლეს.
დინამო U-15 4:0 დილა გორი U-15
დინამო U-15: ბულისკირია, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ნინუა, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, კოკაია, ჩაკვეტაძე, ჯიქია, კუცია, თაგვაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, ხარაბაძე, ხარშილაძე, სართანია, ერგემლიძე, ბაბუნაძე
დინამო U-17 9:0 დილა გორი U-17
დინამო U-17: გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ქაფიანიძე, ჩომახიძე, სადღობელაშვილი, აბუთიძე, ფირცხალავა, ყურაშვილი, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, ბუღრიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ფიფია, ჯამარაული, აღდგომელაშვილი, ნ. ბაშალეიშვილი, სეიდოვი, ფოჩხუა, გურგენიძე