დღეს საბურთალოზე ბენდელას სტადიონზე, დინამოს აკადემიის 11 წლამდელთა გუნდმა ბენდელას თასის ფინალური მატჩი გამართა. რევაზ გვარაკიძის კრებული მთავარი პრიზის მოსაპოვებლად საბურთალოს დაუპირისპირდა. საინტერესო და დაძაბული ფინალი დინამოელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრაში გოლები ხვადაგიანმა და ბაბლუანმა გაიტანეს.
გათამაშების საუკეთესო მცველად- გიორგი ქავთარაძე აღიარეს.
საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული- ნიკა სიხარულაშვილს ერგო.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კი- ლუკა გაგნიძე გახდა.
შეგახსენებთ, რომ ბენდელას თასზე შარშანაც პატარა დინამოელებმა იმარჯვეს.
დინამო 2:1 საბურთალო
დინამო U11: ჯოჯუა, თარგამაძე, ბაბლუანი, ქავთარაძე, ხვადაგიანი, ბოგველი, სიჭინავა, გაგნიძე, სიხარულაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: გოგოტიშვილი, ოდიშვილი, კერესელიძე