დღეს ბენდელას სტადიონზე დინამოს აკადემიის 11 წლამდელთა გუნდმა ბენდელას თასზე მეოთხე, ჯგუფში ბოლო მატჩი გამართა. რევაზ გვარაკიძის კრებული კასპის განთიადს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა მეტოქე. დუბლი ბაბლუანის ანგარიშზეა. თითო გოლი სიხარულაშვილმა, კერესელიძემ და ქავთარაძემ გაიტანეს.
ხვალ პატარა დინამოელები თასის ნახევარფინალურ შეხვედრას რუსთავთან ჩაატარებენ. შეხვედრა ბენდელას სტადიონზე 17.00 საათზე დაიწყება.
დინამო 5:1 განთიადი
დინამო U11: კოტრიკაძე, თარგამაძე, ბაბლუანი, ქავთარაძე, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, სიჭინავა, გაგნიძე, სიხარულაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ფიფია, ტურძელაძე, ოდიშვილი, კერესელიძე, ბოგველი