• Geo
  • Eng
29.11.2014
ათ-ათი გოლით ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგაში მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები ჩატარდა. დინამოსა და მერანის გუნდებს შორის მატჩები ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა.

15 წლამდე დინამოელებმა ზედიზედ მეთოთხმეტე გამარჯვება მოიპოვეს. ლევან გვანცელაძის გუნდმა მარტვილელ თანატოლებს 10 უპასუხო გოლი გაუტანეს. კუციას ანგარიშზე 5 გოლია, ორი გოლი ბაბუნაძემ შეაგდო, თითოჯერ კი თავის გამოჩენა ლურსმანაშვილმა, ერგემლიძემ და თაგვაშვილმა მოახერხეს. დინამოელები პირველ ადგილზე ბურთების 87/1 ბალანსით არიან.

თბილისელთა და მარტვილელთა 17 წლამდელების დაპირისპირებაც ასევე დინამოელთა სასარგებლოდ დასრულდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა მეტოქეს თხუთმეტწლამდელების დარად- 10:0 მოუგო. გოგილაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, დუბლით ბაშალეიშვილი და ბუღრიძე გამოირჩა. თითო გოლი ჩაკვეტაძემ, სეიდოვმა და ფოჩხუამ გაიტანეს. ამ მოგებით დინამოელებმა 34 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილში ბურთების ბალანსით 52/8, ლიდერობას იყოფენ საბურთალოსთან.

 

დინამო U-15  10:0  მერანი U-15

დინამო U-15: ბულისკირია, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ნინუა, ბადაშვილი, ლურსმანაშვილი, კოკაია, ბაბუნაძე, ერგემლიძე, კუცია, ჯიქია

შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, ცერცვაძე, სართანია, სამსონია, თაგვაშვილი, ხარაბაძე

 

დინამო U-17  10:0  მერანი U-17 

დინამო U-17: გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ქაფიანიძე, ფიფია, სადღობელაშვილი, ჩაკვეტაძე, ფირცხალავა, ყურაშვილი, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: გურგენიძე, აბუთიძე, ხატიაშვილი, ჯამარაული, აღდგომელაშვილი, ფოჩხუა, ბუღრიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024