• Geo
  • Eng
20.01.2015
მეორე გამარჯვება მინსკის ტურნირზე

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა მინსკში საერთაშორისო ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. განვითარების თასზე ჯვაროსნებმა ჯგუფის მეორე შეხვედრაში უკრაინელი თანატოლები 2:0 დაამარცხეს. გოლები მე- 11 წუთზე დინამოელმა ნიკა ნინუამ და მე- 80 წუთზე გიორგი არაბიძემ გაიტანეს. სასტარტო შემადგენლობაში ნიკას გარდა კიდევ ექვსმა დინამოელმა ითამაშა: ლევან ისიან, ლუკა ლოჩოშვილ, დავით კობოურ, აკაკი ყურაშვილმა, ნიკა ნინუამ და ირაკლი ბუღრიძ.

გოჩა ტყებუჩავას შეგირდები 22 იანვარს ლატვიას შეხვდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024