• Geo
  • Eng
20.01.2015
17 წლამდელებმა ტურნირი გამარჯვებით გახსნეს

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები მინსკში საერთაშორისო ტურნირში იღებს მონაწილეობას. განვითარების თასზე ჯვაროსნები ჯგუფში უკრაინასთან, ლატვიასთან და ირანთან ერთად იმყოფებიან. პირველ შეხვედრაში ქართველი ჭაბუკები ირანელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს მეტოქე. ერთადერთი გოლი მატჩის 23- ე წუთზე დინამოელმა და ნაკრების კაპიტანმა- ნიკა ყურშავიშვილმა გაიტანა. სასტარტო შემადგენლობაში ნიკას გარდა კიდევ ექვსმა დინამოელმა- ლევან ისიანმა, ლუკა ლოჩოშვილმა, დავით კობოურმა, აკაკი ყურაშვილმა, ნიკა ნინუა და ირაკლი ბუღრიძეიასპარეზა.

გოჩა ტყებუჩავას შეგირდები 20 იანვარს უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 22 იანვარს ლატვიას შეხვდებიან.
 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024