საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 17 იანვრიდან 27 იანვრამდე ბელორუსიაში, მინსკის ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. მანამდე 8- დან 16 იანვრამდე ფეხბურთელები თბილისში გაივლიან შეკრებას.
შეკრებაზე და მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან გამოძახებულია 9 ფეხბურთელი: ლევან ისიანი, ნიკა ქავთარაძე, ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, თორნიკე ჭურაძე, აკაკი ყურაშვილი, ნიკა ნინუა და ირაკლი ბუღრიძე.
ნაკრებში ასევე გამოძახებული არიან დინამოს ექიმი- დავით ზაქრაძე და ფიზიოთერაპევტი- მალხაზ ხაჩიძე.