ჭაბუკთა ლიგაში მეთხუთმეტე ტურის შეხვედრები ჩატარდა. სამტრედიისა და დინამოს გუნდებს შორის მატჩები სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
15 წლამდე დინამოელებმა ლევან გვანცელაძის ხელმძღვანელობით 15 დაპირისპირებაში ზედიზედ მეთხუთმეტე გამარჯვება მოიპოვეს. ჭაბუკმა დინამოელებმა სამტრედიელ თანატოლებს 6 უპასუხო გოლი გაუტანეს. კუციამ და ხარაბაძემ დუბლი შეასრულეს. თითო გოლი დინამოს მონაგარს ერგემლიძემ და ჯიქიამ მიამატეს. დინამოელები პირველ ადგილზე ბურთების 93/1 ბალანსით არიან.
სამტრედიელთა და თბილისელთა 17 წლამდელების დაპირისპირებაც ასევე დინამოელთა სასარგებლოდ დასრულდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა მეტოქეს 2:1 მოუგო. გოგილაშვილმა და ფირცხალავამ მოახერხეს სამტრედიელთა კარის აღება. ამ მოგებით დინამოელებმა 37 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილში ბურთების ბალანსით 54/9, მეორე ადგილზე იმყოფებიან.
სამტრედია U-15 0:6 დინამო U-15
დინამო U-15: ბულისკირია, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ნინუა, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, კოკაია, თაგვაშვილი, ერგემლიძე, კუცია, ხარაბაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ბადაშვილი, სართანია, სამსონია, ჯიქია, დავითაშვილი
სამტრედია U-17 1:2 დინამო U-17
დინამო U-17: გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ქაფიანიძე, ფიფია, ჭურაძე, აბუთიძე, ფირცხალავა, ყურაშვილი, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: ნ. ბაშალეიშვილი, ფოჩხუა, ღვინიაშვილი, აღდგომელაშვილი