ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში მეთორმეტე ტურის მატჩი ჩაატარა. თბილისელთა 14 წლამდე გუნდი თელავში ადგილობრივ კახეთს დაუპირისპირდა და ხუთი უპასუხო ბურთით აჯობა მასპინძლებს. დავითაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა შეხვედრაში. თითო გოლიც გ. ხარშილაძემ და ბერიაშვილმა გაიტანეს. დინამოელებმა 12 შეხვედრაში 32 ქულა დააგროვეს და 44/6 ბურთების ბალანსით ლიდერობენ ტურნირს.
კახეთი 0:5 დინამო (U14)
დინამო: ბულისკირია, ბ. ხარშილაძე, ბასარია, ხარაბაძე, გაბელაია, ბაბუნაძე, მამფორია, დარცმელია, დავითაშვილი, ჩიქოვანი, გ. ხარშილაძე,
შეცვლაზე შევიდნენ: ბერიაშვილი, ბეგაშვილი, ჯიჭონაია, გულდედავა, დოლიძე