• Geo
  • Eng
25.01.2015
მეოთხე ადგილოსანს იაპონიასთან მატჩი გაარკვევს

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა მინსკში საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე მატჩი ჩაატარა. განვითარების თასზე ჭაბუკმა ჯვაროსნებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მეოთხე ადგილისათვის ბრძოლაში ჩაებნენ. იაპონიამ მასპინძელთა ნაკრებს პენალტების სერიაში აჯობა. საქართველომ კი 2:1 დაამარცხა ბელარუსი (ვატო არველაძის დუბლი) და გადამწყვეტ შეხვედრას გოჩა ტყებუჩავას კრებული ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებთან გამართავს. ძირითადში იასპარეზა ხუთმა დინამოელმა: ლევან ისიანმა, ნიკა ყურშავიშვილმა, ლუკა ლოჩოშვილმა, დავით კობოურმა და ნიკა ნინუამ. აკაკი ყურაშვილი და ირაკლი ბუღრიძე კი შეცვლაზე შევიდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024