• Geo
  • Eng
03.03.2015
ჭაბუკებმა პირველობა წარმატებით განაახლეს

დღეს ჭაბუკთა ლიგის 15 და 17 წლამდე გუნდებს შორის გათამაშება განახლდა. დინამოელები საჩხრეს ესტუმრნენ და ადგილობრივ ჩიხურას ასაკობრივ გუნდებთან ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულეს.

ლევან გვანცელაძის შეგირდებმა გოგილაშვილის გოლით 1:0 აჯობეს მასპინძლებს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კიდევ არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს თბილისელებმა. 18 თამაშიდან დაგროვებული 46 ქულით, 17 წლამდე დინამოელები სატურნირო ცხრილის თავში იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 65/9.

ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა მეტოქეს ერთის წილ ექვსი გოლი გაუტანა და სატურნირო მდგომარეობა უფრო გაიმყარა. კუციას დუბლს თითო გოლი ერგემლიძემ, თაგვაშვილმა, ჯიქიამ და კიკალიშვილმა მიუმატეს. თბილისელები პირველ ადგილზე 18 ტურის შემდეგ - 18 მოგებით იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 112/3.

ჩიხურა (U17) 0:1 დინამო (U17)

დინამო (U17): ქავთარაძე, ჩაჩუა, ქაფიანიძე, ფიფია, კალანდარიშვილი, აბუთიძე, ლილუაშვილი, ფოჩხუა, გოგილაშვილი, ქანთარია, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: ბულისკერია, სადღობელაშვილი, კუცია, სილაგაძე, ჯამარაული, ღვინიაშვილი

ჩიხურა (U15) 1:6 დინამო (U15)

დინამო (U15): გურგენიძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, თაგვაშვილი, ერგემლიძე, კუცია, კოკაია

შეცვლაზე შევიდნენ: ბულისკირია, ბადაშვილი, სართანია, ჯიქია, სამსონია, ბაბუნაძე, თაგვიაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024