• Geo
  • Eng
02.03.2015
დინამოელები 17 წლამდელთა ელიტ რაუნდში იასპარეზებენ

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 1 და 2 მარტს თბილისში გაივლის შეკრებას. 3 მარტს კი ჭაბუკი ჯვაროსნები შეკრებაზე გერმანიის ქალაქ დუისბურგში გაემგზავრებიან. ჭაბუკები 11 მარტს ჰოლანდიის ქალაქ უდენში გადაინაცვლებენ, სადაც 18 მარტის ჩათვლით ელიტ რაუნდში მიიღებენ მონაწილეობას. გოჩა ტყებუჩავას შეგირდები ჰოლანდიის, ბელგიის და ჩრ. ირლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

შეკრებაზე და ელიტ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან გამოძახებულია 6 ფეხბურთელი: ლევან ისიანი, ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, აკაკი ყურაშვილი და ირაკლი ბუღრიძე.

ნაკრებში ასევე გამოძახებული არიან დინამოს ექიმი - დავით ზაქრაძე და ფიზიოთერაპევტი - მალხაზ ხაჩიძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024