საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები განაგრძობს ელიტ რაუნდისთვის მზადებას. გოჩა ტყებუჩავას ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მინდორზე სლოვაკ თანატოლებს მეორედ დაუპირისპირდა და პირველი მატჩისგან განსხვავებით, რომელშიც ჯვაროსნება 1:0 აჯობეს მეტოქეს, ამჯერად ყაიმით 1:1 დაასრულა შეხვედრა. სტუმრებმა მე- 13 წუთზე გახსნეს ანგარიში. 54- ე წუთზე კი ბექა ნიკოლაშვილმა აღადგინა წონასწორობა. ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში დინამოელთაგან დავით კობოურმა და ირაკლი ბუღრიძემ იასპარეზეს.
ჭაბუკი ჯვაროსნები 3 მარტს მორიგი შეკრების გასავლელად- გერმანიაში გაემგზავრებიან.