• Geo
  • Eng
26.02.2015
19 წლამდელების ფრე იტალიასთან

ევროპის ელიტრაუნდი 19 წლამდელთა შორის მაისის ბოლოს თბილისში გაიმართება. საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი ეყოლება. გიორგი დევდარიანის ნაკრებმა მოსამზადებელ ეტაპზე იტალიელ თანატოლებთან ჩაატარა ამხანაგური მატჩი. დაპირისპირება ჯენზანოში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები 32- ე წუთზე გაგი მარგველაშვილის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა გაათანაბრეს ანგარიში. საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში დინამოელთაგან იყო- ოთარ კიტეიშვილი. ზურაბ ჯაფიაშვილი კი 70- ე წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში.

მოსამზადებელ ეტაპზე ჭაბუკი ჯვაროსნები მარტში ორჯერ შეხვდებიან პოლონეთის ნაკრებს, ხოლო აპრილში ასევე ორჯერ დაუპირისპირდებიან უკრაინელ თანატოლებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024