ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის 2002 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვლადიმერ კაკაშვილი გახლავთ, მორიგი ვარჯიში გამართა. დინამოელებმა ელიტ ლიგის პირველი წრე დაასრულეს. 13 ჩატარებული მატჩიდან დედაქალაქელებმა 12 დაპირისპირებაში გამარჯვება მოიპოვეს და ერთხელ ფრედ ითამაშეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 95/8. 37 ქულა და პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში. დინამო TV პატარა დინამოელების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს გაესაუბრა.