• Geo
  • Eng
20.03.2015
დინამოელები 19 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით განაგრძობს მზადებას ელიტ რაუნდისთვის. ნაკრები 23-31 მარტს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გავლის შეკრებას. იქ ახალგაზრდა ჯვაროსნები 28 და 30 მარტს პოლონეთის 19 წლამდელთა ნაკრებთან ჩაატარებენ ორ ამხანაგურ შეხვედრას. შეკრებაზე და თამაშებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან ოთარ კიტეიშვილია მიწვეული.

ჩვენი ქვეყნის 19 წლამდელთა ნაკრები ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით, რომელიც უკვე მომავალი შესარჩევიდან ჩაერთვება ევრო გათამაშებაში, 21-22 მარტს თბილისში გაივლის შეკრებას. 23-27 მარტს ნაკრები ლატვიის ქალაქ რიგაში, საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ახალგაზრდა ჯვაროსნები პოლონეთის, ლატვიის და უკრაინის 19 წლამდელთა კრებულებს შეხვდებიან. დინამო თბილისიდან მატჩების მონაწილეობის მისაღებად 7 ფეხბურთელია გამოძახებული. ესენია: გიორგი კულუა, ლევან ისიანი, ლუკა გადრანი, ვახტანგ კაპანაძე, ნიკა ბაშალეიშვილი, ბექა მიქელთაძე და გიორგი ზარია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024