ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის 15 წლამდელთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ლევან გვანცელაძე გახლავთ, მორიგი ვარჯიში გამართა. დინამოელებმა ელიტ ლიგის პირველი წრე წარმატებულად დაასრულეს. 17 ჩატარებული მატჩიდან დედაქალაქელებმა ზედიზედ 17 დაპირისპირებაში მოიპოვეს გამარჯვება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 106/2. 51 ქულა და პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში. დინამო TV ჭაბუკი დინამოელების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს გაესაუბრა.