დღეს ბენდელას სტადიონზე დინამოს აკადემიის 11 წლამდელთა გუნდმა ბენდელას თასზე ნახევარფინალური მატჩი გამართა. რევაზ გვარაკიძის კრებული ფინალის საგზურის მოსაპოვებლად რუსთავს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა მეტოქე. დუბლი სიხარულიშვილის ანგარიშზეა. თითო გოლი კერესელიძემ და ბაბლუანმა გაიტანეს.
ხვალ პატარა დინამოელები გათამაშების ფინალში საბურთალოს შეხვდებიან. მატჩი ბენდელას სტადიონზე 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
დინამო 4:0 რუსთავი
დინამო U11: ჯოჯუა, თარგამაძე, ბაბლუანი, ქავთარაძე, გოგოტიშვილი, ბოგველი, სიჭინავა, გაგნიძე, სიხარულაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: კოტრიკაძე, დიხამინჯია, ოდიშვილი, კერესლიძე, ფიფია