ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის 2004 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც კახა გოგოლაძე გახლავთ, მორიგი ვარჯიში გამართა. დინამოელებმა ელიტ ლიგის პირველი წრე წარმატებით დაასრულეს. 12 ჩატარებული მატჩიდან დედაქალაქელებმა თორმეტივეში გამარჯვება მოიპოვეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 68/2. 36 ქულა და პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში. დინამო TV პატარა დინამოელების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის მთავარ მწვრთნელს გაესაუბრა.