დღეს ბენდელას სტადიონზე დინამოს აკადემიის 11 წლამდელთა გუნდმა ბენდელას თასზე მესამე მატჩი გამართა. რევაზ გვარაკიძის კრებული საბურთალო-1 დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა. გოლი სიჭინავას ანგარიშზეა.
ხვალ პატარა დინამოელები ჯგუფის ბოლო შეხვედრას კასპის განთიადთან ჩაატარებენ. შეხვედრა საბურთალოზე 16.00 საათზე დაიწყება.
დინამო 1:1 საბურთალო-1
დინამო U11: ჯოჯუა, ოდიშვილი, ბაბლუანი, ქავთარაძე, ბოგველი, ხვადაგიანი, სიჭინავა, გაგნიძე, სიხარულაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ფიფია, თარგამაძე, გოგოტიშვილი, უგრეხელიძე, კერესელიძე, თარგამაძე