• Geo
  • Eng
28.03.2015
ჭაბუკთა ლიგაში ორივე გუნდმა იმარჯვა

ჭაბუკთა ლიგის 15 და 17 წლამდე გუნდებს შორის 22- ე ტურის მატჩები გაიმართა. დინამოელი ჭაბუკები ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე ზუგდიდის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდნენ.

ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა სტუმრები შვიდი უპასუხო ბურთით დაამარცხა. თაგვიაშვილის დუბლს თითო გოლი კუციამ, სამსონიამ, ლურსმანაშვილმა, ხარაბაძემ და თაგვაშვილმა მიამატეს. თბილისელები პირველ ადგილზე 22 ტურის შემდეგ - 21 მოგებით და ერთი ყაიმით იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 125/4.

ლევან გვანცელაძის შეგირდებმა ზუგდიდელებს 10:1 აჯობეს.  4 გოლი ბუღრიძის ანგარიშზეა, 2 გოლი ყურაშვილმა გაიტანა, თითოჯერ კი ფირცხალავამ, კაციტაძემ, აბუთიძემ და აღდგომელაშვილმა აიღეს ზუგდიდელთა კარი. 22 თამაშიდან დაგროვებული 53 ქულით, 17 წლამდე დინამოელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 78/13.

დინამო (U15) 7:0 ზუგდიდი (U15)

დინამო (U15): გურგენიძე, კიკალიშვილი, ბასარია, ჭურღულაშვილი, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, ბაბუნაძე, თაგვიაშვილი, კუცია, კოკაია

 შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, ბაგაშვილი, სართანია, სამსონია, თაგვაშვილი, ჯიქია, ფიფია

დინამო (U17) 10:1 ზუგდიდი (U17)

დინამო (U17): ქავთარაძე, ჩაჩუა, ხატიაშვილი, ფიფია, სადღობელაშვილი, ქანთარია, ფირცხალავა, ფოჩხუა, ბუღრიძე, ყურაშვილი, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: გურგენიძე, კაციტაძე, კალანდარიშვილი, აბუთიძე, აღდგომელაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024