საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები მინსკში საერთაშორისო ტურნირში იღებს მონაწილეობას. განვითარების თასზე ჯვაროსნები ჯგუფში უკრაინასთან, ლატვიასთან და ირანთან ერთად იმყოფებიან. პირველ შეხვედრაში ქართველი ჭაბუკები ირანელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს მეტოქე. ერთადერთი გოლი მატჩის 23- ე წუთზე დინამოელმა და ნაკრების კაპიტანმა- ნიკა ყურშავიშვილმა გაიტანა. სასტარტო შემადგენლობაში ნიკას გარდა კიდევ ექვსმა დინამოელმა- ლევან ისიანმა, ლუკა ლოჩოშვილმა, დავით კობოურმა, აკაკი ყურაშვილმა, ნიკა ნინუამ და ირაკლი ბუღრიძემ იასპარეზა.
გოჩა ტყებუჩავას შეგირდები 20 იანვარს უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 22 იანვარს ლატვიას შეხვდებიან.