საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრები გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით 26 იანვრიდან 3 თებერვლამდე ზუგდიდში, ყაზახეთის ნაკრებთან გამართავს სამ ამხანაგურ შეხვედრას. მანამდე 20- დან 25 იანვრამდე ფეხბურთელები თბილისში გაივლიან შეკრებას.
შეკრებაზე და მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან გამოძახებულია 7 ფეხბურთელი: ლუკა ქაფიანიძე, ნიკა ნინუა, გიორგი კუცია, დავით კიკალიშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გოგა ლურსმანაშვილი.