• Geo
  • Eng
21.04.2015
მორიგი ორმაგი გამარჯვება ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგის 15 და 17 წლამდე გუნდებს შორის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. დინამოელი ჭაბუკები ქობულეთში შუქურას ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდნენ.

ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 23- ე მატჩი ჩაატარა და 22- ე გამარჯვება მოიპოვა. დინამოელებმა მასპინძლებს 2:0 აჯობეს. გოლები თაგვიაშვილმა და კუციამ გაიტანეს. თბილისელები პირველ ადგილზე 22 მოგებით და ერთი ყაიმით იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 127/4.

ლევან გვანცელაძის შეგირდებმა ქობულეთელებს 4:0 აჯობეს.  ჩაჩუამ, ფირცხალავამ, ჩაკვეტაძემ და გოგილაშვილმა აიღეს შუქურას კარი. 24 თამაშიდან დაგროვებული 59 ქულით, 17 წლამდე დინამოელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 83/13.

შუქურა (U15) 0:2 დინამო (U15)

დინამო (U15): გურგენიძე, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ცერცვაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, თაგვაშვილი, თაგვიაშვილი, კუცია, ჯიქია

 შეცვლაზე შევიდნენ: სართანია, ფიფია, ბაბუნაძე, ბადაშვილი

შუქურა (U17) 0:4 დინამო (U17)

დინამო (U17): გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, ფიფია, ფოჩხუა, ქანთარია, ფირცხალავა, ჩაკვეტაძე, გოგილაშვილი, ყურაშვილი, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: კალანდარიშვილი, აბუთიძე, აღდგომელაშვილი, ხატიაშვილი, ღვინიაშვილი, გაბრიჩიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024