საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 24 და 26 თებერვალს გამართავს ამხანაგურ მატჩებს სლოვაკეთის ნაკრებთან. მანამდე 20- დან 26 თებერვლამდე ფეხბურთელები თბილისში გაივლიან შეკრებას.
შეკრებაზე და მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან გამოძახებულია 6 ფეხბურთელი: ლევან ისიანი, ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, აკაკი ყურაშვილი და ირაკლი ბუღრიძე.
ნაკრებში ასევე გამოძახებული არიან დინამოს ექიმი- დავით ზაქრაძე და ფიზიოთერაპევტი- მალხაზ ხაჩიძე.