საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა მინსკში საერთაშორისო ტურნირზე მეხუთე მატჩი ჩაატარა. განვითარების თასზე ჭაბუკმა ჯვაროსნებმა საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავეს. გოჩა ტყებუჩავას შეგირდები დღეს იაპონიის ნაკრებთან ორი უპასუხო ბურთით დამარცხდნენ. ძირითადში იასპარეზა ხუთმა დინამოელმა: ლუკა გუგეშაშვილმა, ნიკა ყურშავიშვილმა, ლუკა ლოჩოშვილმა, დავით კობოურმა და ნიკა ნინუამ. აკაკი ყურაშვილი და ირაკლი ბუღრიძე კი შეცვლაზე შევიდნენ.